მაინცის უნივერსიტეტის პროფესორმა მარკუს ბიონერმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია და ვორკშოფი ჩაატარა თემაზე: „ხარისხის კულტურა, მართვა და მეთოდოლოგიური მიდგომები ლიდერებისთვის პროფესიულ განათლებაში“. პროფესორმა მარკუს ბიონერმა ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებს ისეთი აქტუალური საკითხები გააცნო, როგორიცაა პროფესიული საგანმანათლებლო სფეროს ხარისხის და სასწავლო პროცესის მართვა და სწავლება-სწავლის მეთოდოლოგია.
ღონისძიებაში პროფესიული განათლების პროგრამების პროფესორ-მასწავლებლები, ახალი სამაგისტრო პროგრამის „პროფესიული განათლება და ადამიანური რესურსების განვითარება“ განმახორციელებლები, საზოგადოებრივი კოლეჯების ხარისხის უზრუნველყოფის და სასწავლო პროცესების მენეჯერები და პედაგოგები მონაწილეობდნენ.
სწავლება ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) „კერძო სექტორის განვითარება და პროფესიული განათლება სამხრეთ კავკასიაში“ (PSD TVET SC) პროგრამის ორგანიზებით იმართება.
უკან |