ბსუ-ს ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ხელმძღვანელმა მიხეილ დონაძემ მონაწილეობა მიიღო PSD TVET-ის პროგრამის ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ ორგანიზებულ ორ დღიან სამუშაო შეხვედრაში. სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა გერმანელ ექსპერტებთან ერთად შეისწავლეს ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები: ინფორმაციული ტექნოლოგიები, ვებ ტექნოლოგიები და პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერის ჩარჩო დოკუმენტები და მოდულები. ექსპერტებმა ქართული და გერმანული პროგრამების შედარებითი ანალიზის საფუძველზე წარმოადგინეს რეკომენდაციები პროგრამების შემდგომი დახვეწისა და გაუმჯობესების მიზნით.
უკან |