პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული უნარების განვითარების სასწავლო კურსი ვებპროგრამირებაში

სურათი

სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების ქვეპროგრამის ფარგლებში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამოქმედდა 48-საათიანი პროფესიული უნარების განვითარების სასწავლო კურსი ვებპროგრამირებაში. მეცადინეობები ტარდება ქედის, ხელვაჩაურის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების სამ პარტნიორ სკოლაში, სადაც პროფესიულ მომზადებას გადის  11 სკოლის 48 მოსწავლე.  სასწავლო პროცესი დაიწყო 2019 წლის 25 ოქტომბერს და დასრულდება 2020  წლის იანვარში. სწავლის წარმატებით დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ბსუ-ს სამ პარტნიორ სკოლას საჩუქრად  პერსონალური კომპიუტერები გადასცა.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა