ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაინცის უნივერსიტეტის პროფესორ მარკუს ბონერის ღია ლექციები და ვორკშოფი ტარდება თემაზე: „ხარისხი და მეთოდოლოგიური მიდგომები პროფესიულ განათლებაში“. პროფესორი მარკუს ბონერი ორი დღის განმავლობაში ბსუ-ს პროფესორ-მასწავლებლებსა და პროფესიული განათლების დარგის სპეციალისტებს ისეთ აქტუალურ საკითხებს გააცნობს, როგორიცაა: პროფესიული საგანმანათლებლო სფეროს ხარისხის მართვა, სასწავლო პროცესის მართვა, სწავლება-სწავლის მეთოდოლოგია. ღონისძიება ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრისა და გერმანიის თანამშრომლობის საზოგადოების GIZ-ის ორგანიზებით იმართება.
უკან |