განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდულური/დუალური პროგრამების განხორციელების შეფასების საკითხებზე ტრენინგი ტარდება. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი სასწავლებლების ხელმძღვანელები და ხარისხის მენეჯერები სამი დღის განმავლობაში ისეთ აქტუალურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: რა არის და როგორ ხორციელდება თვითშეფასება და რა სახის კრიტერიუმებია გასათვალისწინებელი დაწესებულების სასწავლო და სხვა პროცესების სტანდარტებთან შესაბამისობის დასადგენად. ტრენინგი მიზნად ისახავს ასევე შემდეგი თემების სწავლებას: როგორ განვახორციელოთ დიფერენცირებული შეფასება, რა სახის მტკიცებულებები უნდა ამყარებდეს თვითშეფასებას და როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს მტკიცებულებები.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი საპილოტე სასწავლებელთა ჯგუფშის მუშაობაში ჩაერთვება. ჯგუფი 15-16 აგვისტოს ბსუ-ს პილოტირების რეჟიმში დახმარებას გაუწევს პროფესიული პროგრამების თვითშეფასების ახალი სტანდარტების მიხედვით შედგენაში.
უკან |