ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლებისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ,,პროფესიული განათლების მასწავლებელთა და დირექტორთა განვითარების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში დამტკიცებული პედაგოგიური პროგრამის კურსის განხორციელება დაიწყო. 5 სასწავლო მოდულისაგან შემდგარი პედაგოგიური პროგრამის სრული კურსის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს გადაეცემათ პროფესიული განათლების მასწავლებლის სერტიფიკატები. პირველ ეტაპზე პედაგოგიურ პროგრამის კურსს გაივლის ბსუ-ს პროფესიული განათლების 24 მასწავლებელი. პროგრამა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაეროს განვითარების ფონდთან თანამშრომლობით შემუშავდა. პირველი პროფესიული პედაგოგიური კურსის პილოტირება ჩატარდა 2016 წელს.
უკან |