პროფესიული განათლების განვითარების საერთაშორისო ინსტიტუტის ექსპერტმა ნინო ელბაქიძემ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში უნივერსიტეტის პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის ჩაატარა ტრენინგი თემაზე: ,,დუალური პროფესიული პროგრამის სასწავლო გეგმა და სწავლის შედეგების განაწილება. კომპანიის ინსტრუქტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები და მისი თანამშრომლობა პროფესიულ მასწავლებელთან. სწავლების მეთოდები პროფესიულ განათლებაში. პროფესიული მასწავლებლის სტანდარტი და მისი პროფესიული განვითარება“.
ტრენინგი პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრის მხარდაჭერით ჩატარდა.
უკან |