პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ვიზიტი ფოთის პროფესიულ კოლეჯში

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ჯემალ ანანიძე და პროფესიული პროგრამებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორი მადონა მიქელაძე ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორის“ ინიციატივით ფოთის პროფესიულ  კოლეჯში ,,ფაზისი“ იმყოფებოდნენ. ვიზიტის მიზანი იყო ,,მეთევზეობის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარება და კოლეჯის მეთევზეობის თანამედროვე ლაბორატორიების გაცნობა.  

ორგანიზაცია ,,მწვანე სექტორი“ ახორციელებს პროექტს „მარიკულტურის პროფესიული განათლების პროგრამა“, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების სექტორში მარიკულტურის (საზღვაო ფერმერობის) სპეციალიზაციის განვითარების ხელშეწყობა. 2014 წლიდან, მარიკულტურის პრაქტიკის დამკვიდრება, საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების ნაწილადაც იქცა. კვალიფიციური საკადრო რესურსის გარეშე მარიკულტურის ფართო მასშტაბით განვითარება და მოცემულ სფეროში ბიზნესის ფინანსური კონტრიბუციის გაზრდა შეუძლებელია. შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად, ბსუ-ში მეთევზეობის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამას შემუშავდება და განხორციელება. სიახლე საქართველოში მარიკულტურის განვითარების უმთავრეს წინაპირობად იქცევა და ახალგაზრდებს დასაქმების პერსპექტიულ სივრცეს გაუხსნის.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა