პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

შეხვედრა საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან

სურათი

აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა საჯარო და კერძო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან. შეხვედრაში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლები ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძეს მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება მიზნად ისახავდა დუალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობას.  სავაჭრო-სამრეწველო პალატა შუამავლის ფუნქციას შეასრულებს პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ სასწავლებლებსა და საწარმოებს შორის. მხარეთა შეთანხმებით შეიქმნება საკოორდინაციო საბჭო, რომლის შემადგენლობაში შევლენ როგორც პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი დაწესებულებები, ასევე დამსაქმებლები. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა