25 ოქტომბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სხვადასხვა უნივერსიტეტებისა და პროფესიულ კოლეჯების წარმომადგენლების მონაწილეობით შეხვედრების ციკლი დაიწყო. ღონისძიება მიზნად ისახავს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, გამოცდილების გაზიარებასა და პროცესების უკეთესად წარმართვას. ,,ბაგა ბაღის აღმზრდელი პედაგოგის“ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამასთან დაკავშირებულ სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძე და ხარისხის მართვის მენეჯერმა მამუკა გოგელიამ.
შეხვედრების ციკლი გრძელდება სხვადასხვა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით.
უკან |