ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვის ხელშეწყობის მიზნით სამდღიანი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების გარე მხარდაჭერის სპეციალისტმა, განათლების ექსპერტმა ია გიგიბერიამ პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის პერსონალს, პროფესიული პროგრამების ხელმძღვანელებს, პროფესიული განათლების მასწავლებლებს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტები და შეფასების პრინციპები გააცნო.
უკან |