ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის პროგრამის - „პროფესიული განათლება გადამზადება და დასაქმება/შრომის ბაზარი“ პრეზენტაცია გაიმართა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების ხელისშემწყობი პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა მარიამ ბეზარაშვილმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი დასაქმების ხელშემწყობი სერვისები და პროგრამები გააცნო. პროგრამის წარდგენას უნივერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში, საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი, აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და პროფესორ-მასწავლებლები ესწრებოდნენ.
უკან |