დოქტორანტურა

კორეის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე

სურათი

კორეის საჯარო პოლიტიკისა და მართვის სკოლა 2025 წლის გაზაფხულის სემესტრიდან აცხადებს მიღებას სამაგისტრო და სადოქტორო სასტიპენდიო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:

სამაგისტრო პროგრამები:
- საჯარო პოლიტიკის მაგისტრი (MPP);
- განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MDP);
- საჯარო მენეჯმენტის მაგისტრი (MPM);
- მონაცემთა მეცნიერების მაგისტრი საჯარო პოლიტიკასა და მენეჯმენტში (MDS);
- ინტელექტუალური საკუთრების და განვითარების პოლიტიკის მაგისტრი (MIPD). 

სადოქტორო პროგრამები:
- დოქტორი საჯარო პოლიტიკაში (PP);
- დოქტორი განვითარების პოლიტიკაში (DP).

სტიპენდიის ფარგლებში კორეის მთავრობა უზრუნველყოფს სწავლის გადასახადისა და საერთო საცხოვრებლის ხარჯებს. განაცხადის წარდგენა შესაძლებელია 2024 წლის 12-დან 30 აგვისტომდე. 

დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია დანართის სახით.

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა