სლოვაკეთის რესპუბლიკის ოფიციალური განვითარების დახმარების ფარგლებში, ქართველი სტუდენტებისთვის გამოცხადდა კონკურსი 2 სამთავრობო სტიპენდიის მოსაპოვებლად. სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის. პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. სლოვაკური ენის შესასწავლად მსურველებს შეუძლიათ გაიარონ კურსები 2024 წლის 2 სექტემბრიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 30 მაისი.
უკან |