დოქტორანტურა

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად

სეულის ეროვნული უნივერსიტეტი 2024 წლის საშემოდგომო სემესტრისთვის აცხადებს კონკურსს საპრეზიდენტო სადოქტორო სტიპენდიების მოსაპოვებლად. პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მინიმუმ ერთ-ერთ შემდეგი 2 მოთხოვნიდან: 1. უნდა ეწეოდეს აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების ან კვლევითი მიმართულებით. 2. მაგისტრანტი, რომელიც დამამთავრებელ კურსზეა და მინიმუმ ბოლო 6 თვის განმავლობაში ეწევა აკადემიურ საქმიანობას ლექციების ჩატარების ან კვლევითი მიმართულებით. 

პროგრამა გამარჯვებულ აპლიკანტს 6 სემესტრის განმავლობაში დაუფინანსებს სწავლებას, ორმხრივ ფრენას, ჯანმრთელობის დაზღვევასა და კორეული ენის სწავლებას.

სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება წარმოებს 2024 წლის 4 მარტიდან 6 მარტის ჩათვლით. განახცადის შევსება შესაძლებელია შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: https://en.snu.ac.kr/admission

განაცხადის შევსებასთან დაკავშირებულით დეტალური ინსტრუქციის ხილვა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://en.snu.ac.kr/admission/overview/notice?sc=y

დამატებითი ინფორმაციისთვის, მსურველებს შეუძლიათ მიმართონ:

E-mail: intlscholarship@snu.ac.kr

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა