დოქტორანტურა

ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერა

სურათი

აჭარის ა.რ.განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა.

 

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ პირებს (დოქტორანტებს), რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში აკრედიტებულ სადოქტორო პროგრამებზე.

გრანტი გაიცემა შემდეგი სახის საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი ხარჯების ანაზღაურების მიზნით; საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

განაცხადის  მიღების ვადა:  2024 წლის 15 თებერვლიდან (09:00 სთ.) - 25 მარტის (18:00 სთ.) ჩათვლით

გრანტი გაიცემა იმ სამეცნიერო ღონისძიებებზე დასწრების მიზნით, რომელთა ჩატარება დაგეგმილია 2024 წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1183714

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა