ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა ღია მეცნიერების პოპულარიზაციისა და მეცნიერთა ხელშეწყობის მიზნით, ატარებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ კონკურსს: „თეზისი სამ წუთში". სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსის ფარგლებში მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების ნებისმიერი მიმართულების იმ დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებამდე ჯერ კიდევ არ აქვთ ხარისხი დაცული.
პროექტის ფარგლებში ჟიურის გადაწყვეტილებით 3 გამარჯვებული გამოვლინდება, ხოლო დამსწრე მაყურებლის ხმათა უმრავლესობით - ხალხის რჩეული.
გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:
I ადგილი – 2000 ლარი (დარიცხული)
II ადგილი – 1500 ლარი (დარიცხული)
III ადგილი – 1000 ლარი (დარიცხული)
ხალხის რჩეული – ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან სიმბოლური საჩუქარი.
პროექტის მხარდამჭერია ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდი.
დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ბმულს: https://rb.gy/jc7qvj
ხოლო რეგისტრაციისთვის ამ ბმულს: https://forms.gle/sP2iZAiFqSmCXKMW9
მნიშვნელოვანი თარიღები:
-
საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2023 წლის 6 დეკემბერი;
შერჩევის ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში პასუხი გამოგეგზავნებათ მითითებულ ელ-ფოსტაზე 10 დეკემბრის ჩათვლით; - გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება მოხდება 2023 წლის 25 დეკემბერს.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: ელფოსტა: nodari.kirtadze@gmail.com infopr@sciencelib.ge
უკან |