დოქტორანტურა

კონფერენცია „ტექნოლოგიები და სოციალური პასუხისმგებლობა“

2023 წლის 5 და 6 ივნისს ამერიკის კათოლიკური უნივერსიტეტის ღირებულებათა და ფილოსოფიის კვლევების საბჭოს და საქართველოს უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ტექნოლოგიები და სოციალური პასუხისმგებლობა“. წარმოდგენილი მასალები დაიბეჭდება აშშ-ში რეფერირებად, რეცენზირებად სამეცნიერო კრებულში.

კონფერენციაზე მსჯელობა იქნება ტექნოლოგიასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა მისი ლოგიკური, კოსმოლოგიური, ონტოლოგიური და სოციალ-პოლიტიკური განზომილებები, ტექნოლოგიის განვითარება და მისი ისტორია დღემდე,  როგორ შეიძლება ტექნოლოგიების განვითარება უფრო ჰუმანურ საფუძველზე, ადამიანური ღირებულებების შესატყვისად, მისი მიმართება ადამიანურ ღირსებასთან და სოციალურ ჰარმონიასთან, სჭირდება თუ არა ტექნოლოგიას ჰუმანიზაცია და ა.შ.

კონფერენციაზე ყურადღება გამახვილდება შემდეგ საკითხებზე:

  • ხელოვნური ინტელექტი
  • ტექნოლოგიური მიღწევები და ეთიკური მოსაზრებები
  • ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებაზე (სოციალური, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეკოლოგიური და ა.შ.)
  • კაცობრიობის მომავალი
  • ტექნოლოგიების მნიშვნელობა
  • პროგრესი მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში და ა.შ.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა  აბსტრაქტი (ინგლისურ ენაზე) უნდა გამოაგზავნონ მეილზე:   t.bochorishvili@ug.edu.ge და cua-rvp@cua.edu 20 მარტამდე, ხოლო მოხსენების ტექსტი - 20 მაისამდე. კონფერენციის სამუშაო ენა არის ინგლისური.

კონფერენციის ორგანიზატორი: პროფესორი თინათინ ბოჭორიშვილი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (მობ.: 577 46 58 60)

 

კონფერენციის ბმული: https://www.crvp.org/conferences/2023/Tbilisi.html

 

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა