აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმაღლესი განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდა მეცნიერების მხარდაჭერის მიზნით კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ დოქტორანტებს, რომლებიც განაცხადის წარდგენის პერიოდში სწავლობენ აჭარის ა.რ. ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებში. გრანტი გაიცემა საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად (კონფერენცია, კონგრესი, ფორუმი, სიმპოზიუმი, სემინარი) ან საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების ხარჯების ანაზღაურების მიზნით.
კონკურსის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, მკვლევართა ახალგაზრდა თაობის განვითარების ხელშეწყობა და რეგიონის სამეცნიერო პოტენციალის ზრდა.
გრანტის ოდენობა ერთ კონკურსანტზე არ უნდა აღემატებოდეს 3000 ლარს.
პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება იწარმოებს ელექტრონულად 2023 წლის 1 თებერვლიდან - 15 მარტის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: shorturl.at/dEIK0
უკან |