UNESCO-ს პროგრამის „ინფორმაცია ყველასათვის“ (Information for All Programme (IFAP)) ფარგლებში გამოცხადდა მიღება 2022 წლისთვის. IFAP პროგრამა (https://en.unesco.org/programme/ifap) ეხმარება ქვეყნებს გაატარონ და განავითარონ ეროვნული საინფორმაციო პოლიტიკა საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებით. წარდგენილი პროექტები უნდა იყოს შესაბამისობაში პროგრამის 6 პრიორიტეტთან.
პროექტის პრიორიტეტები:
- ინფორმაცია განვითარებისთვის;
- ინფორმაცია და წიგნიერება;
- ინფორმაცია და ეთიკა;
- ინფორმაციის დაცვა;
- ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა;
- მულტილინგუალიზმი.
დაინტერესებულმა ორგანიზაციამ/ორგანიზაციებმა თავად უნდა მიაწოდონ პროექტი მისამართზე ifap.secretariat@unesco.org 2022 წლის 16 სექტემბრამდე. IFAP-საგან პროექტით მოთხოვნილი მაქსიმალური თანხა არ უნდა აღემატებოდეს 10.000 აშშ დოლარს. პროექტის ხანგრძლივობა შესაძლებელია იყოს მაქსიმუმ 12 თვე.
დეტალური ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ დანართში.

უკან |