20 ივლისს., გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმართება ეროვნული უსაფრთხოების აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილი სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია. მუშაობა გაიმართება სექციების მიხედვით: პირველი სექცია - გლობალიზაცია თუ სუვერენიტეტი; მეორე სექცია - ეროვნული უსაფრთხოება ადამიანის უფლებების საპირისპიროდ; მესამე სექცია - ეროვნული უსაფრთხოება და საგარეო პოლიტიკა; მეოთხე სექცია - სამხედრო საფრთხეები და მათი გადაჭრის გზები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლების დოქტორანტებს და დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
მონაწილეობის მსურველებმა ნაშრომი უნდა წარმოადგინონ ნაშრომის შესრულების სტანდარტის მიხედვით, მიმდინარე წლის 1 ივნისამდე აკადემიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: conference@eta.edu.ge

უკან |