21-25 ოქტომბერს, გრანადას უნივერსიტეტში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ „ერაზმუს+“-ის საგრანტო პროექტის „სოციალური უნარების განვითარება სომხეთისა და საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 21-ე საუკუნის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად“ პერსონალი: პროფესორი ვლადიმერ ღლონტი, პროფესორი ასიე ცინცაძე და ასისტენტ-პროფესორი თამარ ღოღობერიძე. ვიზიტის ფარგლებში სასწავლო ტრენინგები ჩაატარეს და საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს გრანადის უნივერსიტეტის აკადემიურმა პერსონალმა. სასწავლო ვიზიტი მოიცავდა ტრენინგებს შემდეგ თემებზე:
მოდული 1 - მედია და ციფრული წიგნიერება;
მოდული 2 - თანასწორობა, მრავალფეროვნება და ინკლუზი (EDI);
მოდული 3 - მთავარი სამეწარმეო უნარები;
მასიური ღია ონლაინ კურსი (MOOC) 3 - რეფლექსური აზროვნება და შეფასების უნარები.
პროექტი შეესაბამება მდგრადი განვითარების მე-4 მიზანს (ხარისხიანი განათლება), რომელიც გულისხმობს ინკლუზიური და თანაბარი ხარისხის განათლების უზრუნველყოფასა და უწყვეტი სწავლის შესაძლებლობების ყველასთვის ხელმისაწვდომობას. იგი ასევე მხარს უჭერს ევროპულ პრიორიტეტებს ციფრული განათლებისა და უნარების გაძლიერების მიმართულებით.
უკან |