1 ნოემბერი 2017 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის ბათუმის მუნიციპალიტეტის ქვეპროგრამის „კულტურის სფეროში თავისუფალი ინიციატივების მხარდაჭერის“ ფარგლებში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო თემაზე: „ჭკვიანი ქალაქი“. პროექტის მიზანია, დააინტერესოს ახალგაზრდები, რათა თანამედროვე ტექნოლოგიებისა და ხელოვნების საშუალებით დადებითი გავლენა მოახდინონ ქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე და „გამოაცოცხლონ“ ურბანული სივრცე - ე.წ. „ბეტონის ჯუნგლები“. თეიმურაზ დიასამიძე სტუდენტებს გააცნობს მსოფლიოს „ჭკვიანი ქალაქის“ წარმატებულ მაგალითებს, მსოფლიო ტენდენციებს და ბათუმის განვითარების პერსპექტივებს.