17 მაისი 2016 წელი

სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში ბსუ-ს ნაკრების წარმატებით დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ნაკრებმა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის ნაკრები გასვლით შეხვედრაზე ანგარიშით 72:53 დაამარცხა. მორიგი შეხვედრა თბილისში, 22 მაისს, ბსუ-ს ნაკრებსა და ქართულ უნივერსიტეტს შორის გაიმართება.
სტუდენტური ჩემპიონატი კალათბურთში, ყოველწლიურად, საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება.