20 ნოემბერი 2015 წელი

საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის „საუნივერსიტეტო თასი - 2015“-ის ტურნირის მეორე შეხვედრაზე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფუტსალის ნაკრებმა წარმატებულად იასპარეზა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გუნდი ამჯერად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის ნაკრებს დაუპირისპირდა და მატჩი ბსუ-ს გამარჯვებით, ანგარიშით 16:5 დასრულდა. უნივერსიტეტის სპორტსმენები „საუნივერსიტეტო თასი - 2015“-ის მოსაპოვებლად მორიგ შეხვედრას 27 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან გამართავს.