30 მაისი 2015 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა პარიზში ფრანგულ-ქართული კულტურის დღეების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანგი მაყურებლის წინაშე კომედიური ჟანრის სპექტაკლით - ,,ნაფტალინი“ წარსდგნენ. სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით რეჟისორებმა: როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგეს. პრემიერამ უცხოეთში წარმატებით ჩაიარა და ფრანგული პრესის დადებითი შეფასება დაიმსახურა. სტუდენტები პარიზში ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზი“-ის მიწვევით, უნივერსიტეტისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.