3 დეკემბერი 2014 წელი
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირის, ბსუ-ს სტუდენტის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსან ამირან მამალაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ჩემპიონატი ჩატარდა ფუტსალში. ტურნირი ოლიმპიური სისტემით ჩატარდა და მასში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული 32 გუნდი მონაწილეობდა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს გუნდები „NIGGAS”-ი და „ტურიზმი“ დაუპირისპირდა. პირველობა ანგარიშით 5:3, ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტების სასარგებლოდ დასრულდა. ჩემპიონატი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტური თვითმმართველობისა და სტუდენტთა მხარდაჭერისა და მომსახურების სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.