12 ივლისი 2023 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრის სპექტაკლის ,,ამიკო" პრემიერა გაიმართა. სპექტაკლი ცნობილი დრამატურგის ოთარ ბაღათურიას პიესის მიხედვით რეჟისორმა გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგა. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში ბსუ-ს სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტები: გიორგი ბოლქვაძე, მელანია ჩხაიძე, მარსი ნემსაძე, ტარიელ კიკვაძე, ბაჩი ფარტენაძე, თორნიკე პაიჭაძე, ლიზა ტაკიძე და ვიკა მჟავანაძე მონაწილეობდნენ. წარმოდგენის მხატვრობა - ანი არძენაძეს, ხოლო მუსიკალური გაფორმება ტარიელ კიკვაძეს ეკუთვნის.
სპექტაკლში განვითარებული მოვლენები საქართველოს ორიათასიან წლებს ასახავს. მოქმედება ერთ ქართულ ოჯახში ვითარდება და ოჯახის წევრების ურთიერთობებსა და მათ პრობლემებზე მოგვითხრობს.
სპექტაკლი ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.