20 დეკემბერი 2022 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნახატების გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტების: ელდარ ფუტკარაძის, დიანა ნაკაიძის, ანი არძენაძის, ვეფხვია აბაშიძის, ანდრო თავართქილაძის, ვახო გორგილაძის, დალილა მიქელაძის, ლინდა ჭედიას, რუთი მალაყმაძისა და ნუკრი თურმანიძის 50-მდე ნახატი. ღონისძიება მიზნად ისახავდა მოყვარული მხატვრების მხარდაჭერას და მათი შემოქმედების პოპულარიზაციას. გამოფენა ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტთან არსებული ფოტო-ვიდეო ხელოვანთა სტუდენტური კლუბის ორგანიზებით გაიმართა.