10 დეკემბერი 2022 წელი
ბათუმის სახელმწიფო მუსიკალურ ცენტრში, კულტურის სფეროს მთავარი ჯილდოს ,,წლის წარმატებული ხელოვანის“ დაჯილდოება გაიმართა, სადაც ბსუ-ს ბენდი ,,OFF SIDE”-ი წლის საუკეთესო მუსიკალურ ჯგუფად დასახელდა. ღონისძიებაზე აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ სხვადასხვა ნომინაციაში კონკურსით შერჩეული 20 წარმატებული ხელოვანი დაჯილდოვდა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბენდს ,,OFF SIDE” გადაეცა ჯილდო ნომინაციაში ,,წლის მუსიკალური ჯგუფი“.
უნივერსიტეტის ბენდს აჭარის ა.რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სპეციალური პრიზი - "ოვაცია" და ფულადი ჯილდო გადასცა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ულოცავს ბსუ-ს ბენდს და მის ხელმძღვანელს კალისტრატე ცინცაძეს ამ მნიშვნელოვან გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს.