10 ნოემბერი 2022 წელი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე ისაუბრეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე, ახალგაზრდებს ასევე, ცენტრის საქმიანობის პრინციპი გააცნეს და პლატფორმაზე დარეგისტრირების წესები აუხსნეს.