23 ოქტომბერი 2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტულ მოედანზე ბსუ-ს რაგბის მოყვარულებმა „თაჩრაგბის“ შეხვედრა გამართეს. უნივერსიტეტის ბაზაზე დაკომპლექტდება რაგბის სტუდენტური ნაკრები. ვარჯიშები ჩატარდება ბსუ-ს სპორტულ მოედანსა და ბათუმის რაგბის სტადიონზე. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის კულტურისა და სპორტის განყოფილებას.