8 თებერვალი 2014 წელი

სტუდენტთა სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ინტელექტუალური თამაში ჩატარდა. შეჯიბრში ქალაქ ბათუმის ოცდაექვსი საჯარო და კერძო სკოლის 110-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა. კომპეტენტური ჟიურის შეფასებით, საუკეთესოდ მეცხრე საჯარო სკოლის გუნდი „მამულიშვილნი“ დასახელდა, II ადგილი შპს მასტერკლასის გუნდმა „მასტერკლასმა“ მოიპოვა, ხოლო III ადგილი სამ გუნდს ერგო. ინტელექტუალური თამაში ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის, ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მხარდაჭერით გაიმართა. გამარჯვებულ გუნდებს წიგნები, ხატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.