გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

ინტერვიუ რექტორთან

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად აკადემიურმა საბჭომ ეკონომიკის დოქტორი ტიტე აროშიძე აირჩია. ახლადარჩეული რექტორი, მიღწეულის ღირსეულად დაფასებით, უნივერსიტეტის შემდგომ განვითარებაზე ზრუნვას გეგმავს. ბატონი ტიტე უმაღლეს საგანმანათლებლო სასწავლებელს ოთხი წლით უხელმძღვანელებს. რექტორი გაზეთბათუმის უნივერსიტეტთან“  დიალოგში აღნიშნავს, რომ თანამედროვე უმაღლესი განათლების სისტემა მუდმივად ვითარდება და  ცვალებად გარემოსთან სწრაფ ადაპტაციას საჭიროებს.

_ ბატონო ტიტე, რაში მდგომაორებს თქვენი, როგორც რექტორის სტრატეგიული გეგმა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მიმართებაში?

_ ბსუ-მ, როგორც რეგიონის და ქვეყნის წამყვანმა საგანმანათლებლო-კვლევითმა ცენტრმა,

უნდა განაგრძოს მაღალი ხარისხის განათლების შეთავაზება, ინოვაციური კვლევების განხორციელება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საზოგადოების განვითარებაში. აქედან გამომდინარე,  ამ მიზნის    მისაღწევად, ჩვენი    სამოქმედო    გეგმა რამდენიმე    სტრატეგიულ მიმართულებას   მოიცავს.

_ აკადემიური განვითარება უნივერსიტეტის უპირობო და უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა…

_ დიახ… ჩვენი უპირველესი ამოცანაა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ინტერდისციპლინური პროგრამების შემუშავებას და ინგლისურენოვანი პროგრამების რაოდენობის გაზრდას. სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისთვის დავნერგავთ ინოვაციურ სასწავლო მეთოდებს და გავაძლიერებთ აკადემიური პერსონალის პროფესიულ განვითარებას, მხარდაჭერას. რა თქმა უნდა, პარალელურად გარდაუვალია  არსებული საგანმანათლებლო პროგრამების განახლება თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად,  ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და დანერგვა, ინტერდისციპლინური პროგრამების განვითარება, პერსონალის პროფესიული განვითარების მხარდაჭერა, სწავლების თანამედროვე მეთოდების იმპლემენტაციის ხელშეწყობა, ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების გაძლიერება…

_ კვლევითი საქმიანობა უნივერსიტეტის ორგანული ნაწილია. რაში მდგომარეობს თქვენი ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში?

_ კვლევითი საქმიანობის განვითარება წარმოადგენს ჩვენს მეორე მთავარ პრიორიტეტს. მხარს დავუჭერთ თემატურ კვლევებს უნივერსიტეტის ძლიერ და ტრადიციულ მიმართულებებში. განვავითარებთ კვლევების დაფინანსების შიდა სისტემას, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს ახალგაზრდა მკვლევრების მხარდაჭერას.

გავაძლიერებთ საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობას, დავნერგავთ ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების მექანიზმებს და ხელს შევუწყობთ ჩვენი მკვლევრების საერთაშორისო სამეცნიერო ქსელებში ინტეგრაციას. სამეცნიერო კვლევითი პეტენციალის გაძლიერება გულისხმობს კვლევითი გრანტების მოზიდვის სტრატეგიის შემუშავებას, საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებას,  ახალგაზრდა მკვლევართა მხარდაჭერის პროგრამების განვითარებას… ამავდროულად, ცალსახად მნიშვნელოვანია სამეცნიერო პროდუქტიულობის ზრდა, რაც გამოიხატება სამეცნიერო პუბლიკაციების რაოდენობაში, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში, კვლევითი პროექტების დაფინანსების მექანიზმების განვითარებასა და აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის კვლევითი საქმიანობის წახალისებაში.

_   ბოლო წლებია,  ჩვენს უნივერსიტეტში    აქტიურად საუბრობენ მესამე მისიის გარშემო.   ბატონო ტიტე, ამ მხრივ, თქვენი სამოქმედო  ხედვა რაში მდგომარებს?

_ უნივერსიტეტი გააძლიერებს თავის როლს რეგიონის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში. დავნერგავთ საზოგადოებრივი ჩართულობის პროგრამებს, განვავითარებთ პროფესიული და უწყვეტი განათლების ცენტრს და გავაძლიერებთ თანამშრომლობას ადგილობრივ თემთან.

_   თანამედროვეობაში ინტერნაციონალიზაცია ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა.      რაში მდგომარეობს  თქვენი სამომავლო ხედვა?

_ ინტერნაციონალიზაცია წარმოადგენს ჩვენი განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტს. ვფიქრობ, გავაფართოებთ პარტნიორი უნივერსიტეტების ქსელს და გავზრდით სტუდენტთა და პერსონალის მობილობას. წამყვან საერთაშორისო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, ორმაგი ხარისხის პროგრამებს დავნერგავთ . ჩვენი მხრიდან საერთშორისო თანამსღომლობის გაღრმავება მოიცავს პარტნიორი უნივერსიტეტების ქსელის გაფართოებას, ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას, სტუდენტთა და პერსონალის მობილობის გაზრდასა და   საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობის გააქტიურებას.  რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის პარალელურად, აუცილებელია, საერთაშორისო ცნობადობის ამაღლებაც.

_ ბატონო ტიტე, რას გვეტყვით ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით?

_ გავაგრძელებთ უკვე დაწყებულ სასწავლო კორპუსების მასშტაბურ განახლებას. სამედიცინო სასწავლო კორპუსის მშენებლობას. პრიორიტეტი მიენიჭება სასწავლო სივრცეების მოდერნიზაციას, თანამედროვე ლაბორატორიების მოწყობას და ბიბლიოთეკის რესურსების განახლებას. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

ამ ყველაფრის ეფექტური ფუნციონირებისათვის, ცხადია, უმთავრესია მატერიალურ-ტექნიკური ბაზის როლი. დღევანდელი უნივერსიტეტებისთვის აუცილებელია სასწავლო აუდიტორიების თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, ლაბორატორიული ბაზის განახლება და გაფართოება, საბიბლიოთეკო რესურსების განვითარება, სპორტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვა. გარდაუვალი პროცესია ციფრული ტრანსფორმაციაც. შესაბამისად, აუცილებელია  სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემების მუდმივი განვითარება, დისტანციური სწავლების პლატფორმების განვითარება, ბიბლიოთეკის დიგიტალიზაციის გაფართოება, IT ინფრასტრუქტურის განვითარება…

_ ბატონო ტიტე, თქვენ პროფესიის ეკონომისტი ხართ. შესაბამისად, საინტერესოა ამ მხრივ როგორც ეკონომისტი რექტორის  ხედვა, ფინანსურ მდგრადობასთან მიმართებაში…

_ შევიმუშავებთ ფინანსური რესურსების დივერსიფიკაციის სტრატეგიას. გავზრდით კვლევითი გრანტებიდან და კომერციული პროექტებიდან მიღებულ შემოსავლებს. დავნერგავთ ეფექტურ ფინანსური მენეჯმენტის სისტემას. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია დაფინანსების ალტერნატიული წყაროების მოძიება, ეს იქნება კომერციული პროექტების განვითარება, საკონსულტაციო სერვისების დანერგვა თუ საგრანტო პროექტების მოზიდვა. მნიშვნელოვანია ბიუჯეტის დაგეგმვისა და მართვის დახვეწა, ხარჯების ოპტიმიზაცია, რისკების მართვის სისტემის დანერგვა.

_ ბატონო ტიტე, როგორ გესახებათ სტუდენტზე ორინტირებული გარემო?

_  განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ სტუდენტური სერვისების განვითარებას. გავაძლიერებთ კარიერული განვითარების სტრუქტურას, რაც დაეხმარება სტუდენტებს პროფესიულ ორიენტაციასა და დასაქმებაში. გავაძლიერებთ სტუდენტურ თვითმმართველობას და მხარს დავუჭერთ სტუდენტურ ინიციატივებს. დავნერგავთ სტუდენტთა მხარდაჭერის კომპლექსურ სისტემას, რომელიც მოიცავს აკადემიურ კონსულტირებას, ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას და სოციალური დახმარების პროგრამებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შშმ სტუდენტების საჭიროებებს.

_ რას მოიაზრებთ ადამიანური კაპიტალის მოტივაციის სტრატეგიებში?

_ თანამედროვე კონკურენტულ გარემოში მოტივირებული პერსონალი კომპანიისათვის ხშირად ფინანსურ რესურსებზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან ადამიანურ რესურსებს ორგანიზაციისათვის კონკურენტული უპირატესობის შექმნის შესაძლებლობა გააჩნია. შესაბამისად, ჩვენს სამოქმედო გეგმაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ბსუ-ს თანამშრომელთა სამოტივაციო მექანიზმების გაუმჯობესებას. აქედან გამომდინარე, აუცილებელია პერსონალის პროფესიული განვითარება, რაც გამოიხატება სისტემატურ ტრენინგებში, სემინარებისა და ვორკშოპების ორგანიზებაში როგორც სამეცნიერო, ასევე აკადემიური პერსონალისათვის. მატერიალური და არამატერიალური წახალისება, აკადემიური და მოწვეული პერსონალისათვის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა,  ადმინისტრაციული და ტექნიკური პერსონალისათვის ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა, სამუშაოს შედეგებზე დაფუძნებული ფინანსური პრემიის სისტემის დანერგვა, ჯილდოები და აღიარების პროგრამები, კონკურსები ინოვაციური საგანმანათლებლო და კვლევითი იდეების წასახალისებლად, - ჩვენი სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილთაგანია. ასევე აუცილებელია სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, ფსიქოლოგიური და სოციალური მხარდაჭერა და შიდა კომუნიკაციების გაუმჯობესება. რეგულარული შიდა შეხვედრის პირობებში, პერსონალს შეეძლება საკუთარი აზრების გამოხატვა და ახალი იდეების წარდგენა, უკუკავშირის სისტემის დანერგვა, რათა თანამშრომლების აზრი უფრო მეტად გაითვალისწინოს ადმინისტრაციამ.

ასევე, მნიშვნელოვანია კარიერული განვითარების ხელშეწყობა, რა მოიცავს კარიერული წინსვლის გამჭვირვალე და სამართლიანი სისტემის დანერგვას, მენტორული პროგრამების დანერგვას პროფესორ-მასწავლებელთა და ახალგაზრდა თანამშრომელთა ურთიერთობის გასაძლიერებლად, კარიერული განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავების სისტემის დანერგვას.

_ ბატონო ტიტე, როგორც ახლადარჩეული რექტორი, რას უსურვებთ ჩვენს უნივერსიტეტს?

_ უნივერსიტეტს ვუსურვებ ყველაზე მთავარს, არა მხოლოდ ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოში, არამედ ევროპაში ყოფილიყოს ერთ-ერთი ავტორიტეტული და რეიტინგული საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს ბაზა ბსუ-ს გააჩნია როგორც ტექნიკური, ასევე ადამიანური რესურსის თვალსაზრისით. ჩვენი უნივერსიტეტი გამოირჩევა თავისი ტრადიციებით, ინოვაციებით, რომელიც შემდეგ პერიოდში უფრო მეტ სიახლეს შემოგვთავაზებს და დარწმუნებული ვარ, ახალ სიმაღლეებს მივაღწევთ.

დღეს უნივერსიტეტი იმყოფება გარდამავალ პერიოდში, რაც გულისხმობს ახალ გამოწვევებზე ადეკვატურ მიდგომებს, სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტებზე მაქსიმალურად მორგებას, სტუდენტთა კარიერული განვითარების ხელშეწყობას და მოტივაციის ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, ბსუ იქნება ახალი სიტყვა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესა და რეალობაში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა