გაზეთი “ბათუმის უნივერსიტეტი”

„ხელოვნებაა ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა სპეციალობის მე-3 კურსის სტუდენტმა ლიკა აბაშიძემ, საკუთრი ნახატები ბსუ-ში ტრადიციად ქცეულ გამოფენაზე წარადგინა. ...არ ახსოვს რა ასაკიდან ხატავს. ამბობს, რომ ბავშვობაში ყველა ფურცელზე ფიგურასა და ადამიანებს გამოსახავდა. ლიკას სამომავლო გეგმები ისევ და ისევ ხელოვნებას უკავშირდება... ის MASTERMINDE CLUB-ის  გრაფიკული დიზაინის კურსდამთავრებულია.

_ გზა სკოლიდან სტუდენტობამდე...

_ ისე უეცრად მოხდა პანდემიის დროს ეს ყველაფერი, რომ ვფიქრობ,  მაშინ უფრო მარტივი იყო სახლში ჯდომა და სწავლა.

_ ლიკა, როგორია 21-ე საუკუნის სტუდენტის ცხოვრების ყოველდღიურობა?

_ რა თქმა უნდა მარტივი არ არის იყო სტუდენტი, თან მუშაობდე  და ამავდროულად, სხვადასხვა ინტერესი თუ ჰობი განივითარო. სწავლის პარალელურად, სწრაფი კვების ერთ-ერთ ობიექტზე ვმუშაობ. ორ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. შეძლებისდაგვარად, სხვადასხვა ღონისძიებას ვესწრები.

_ მიმდინარე წელს ბსუ-ში რამდენი ნახატი წარადგინეთ?

_ მეორე გამოფენა იყო ბსუ-ში და ორივეჯერ ათამდე საკუთარი ნამუშევარი წარვადგინე. ეს  ჩემთვის კარგი გამოცდილება იყო. გამოფენისთვის კონკრეტულად არც ერთი ნახატი დამიხატავს.

_ ლიკა, რა ასაკიდან ხატავ?

_ კონკრეტული ასაკი არ მახსოვს. ბავშვობიდან ყველა ფურცელზე ვხატავდი სხვადასხვა ფიგურებს და ადამიანებს,

_ რამდენი ნახატის ავტორი ხარ  და რა არის თქვენი ნახატების ძირითადი თემატიკა ან სათქმელი?

_ ჩანახატი საკმაოდ ბევრი მაქვს, თუმცა გამოვარჩევდი ჩემ მიერ ტილოზე შესრულებულ ნახატებს. უმეტესად ვხატავ ანიმე პერსონაჟებს. თითოეული პერსონაჟი ჩემთვის ძალიან ლამაზი  და სხვადასხვა შინაარსის მატარებელია.

_ ლიკა, როგორ ფიქრობ, რა განსხვავებაა პროფესიონალ და მოყვარულ მხატვარს შორის?

_ პროფესიონალი მხატვარი ყოველთვის მუშაობს საკუთარ თავზე და ყოველთვის ცდილობს გაიზრდას, ხოლო მოყვარული თავისი სიამოვნებისთვის, უბრალოდ საკუთარი თავისთვის ხატავს.

_ დღეს ხელოვნების ეს მიმართულება Z-ს თაობაში პოპულარულია. ამას მოწმობს სოციალურ ქსელებში არსებული მხატვართა აუქციონის არაერთი ჯგუფი. რას ფიქრობ, რამ განაპირობა ახალგაზრდებში ხატვისადმი ინტერესი?

 _  ყველა ადამიანს აქვს თავისი თავის გადმოცემის სხვადასხვა სახე,

ესეც ერთ-ერთია.

_ ვინ არის ლიკასთვის გამორჩეული ქართველი მხატვარი?

_ ნიკო ფიროსმანი, ელენე ახვლედიანი.

_ ლიკასთვის გამორჩეული უცხოელი მხატვარი...

_ ჩემი გამორჩეული მხატვარი ვინსენტ ვანგოგია, მხატვარი რომელიც ბავშვობიდან მომწონს. მასში ვხედავ იმ წერტილს, რასაც ალბათ მხატვრები უნდა ხედავდნენ ერთმანეთის ნამუშევრებში. მე პირადად გამორჩეულად ვანგოგის ნამუშევრებით ვარ აღფრთოვანებული.

_  ლიკას ჰობი და სამომავლო გეგმები...

_ ჰობად იქცა ალბათ ფეხბურთი 11-წლიანი თამაშის შემდეგ, ასევე კალათბურთი და სხვა სპორტის სახეობები. ამავდროულად, ვცდილობ, მუსიკასაც დავეუფლო და სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენება შევისწავლო. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, რა თქმა უნდა ხელოვნებაა ჩემი ცხოვრების განუყრელი თანამგზავრი და ვცდილობ, გავიზარდო ამ სფეროში.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა