მარიამ ართმელაძე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტია. ის ამჟამად სამთვიანი სასწავლო პრაქტიკით გერმანიაში იმყოფება.
მარიამი გაზეთ „ბათუმის უნივერსიტეტის“ მკითხველს იქაური ცხოვრების შესახებ უამბობს და განცდებსა თუ ემოციებს უზიარებს:
„არ არსებობს წიგნი, რომლის წაკითხავს ან არ წაკითხვას ვურჩევდი ადამიანს. თითოეული ჩვენგანის გემოვნება სრულიად განსხვავებულია. შესაბამისად, ყველას სხვადასხვა მოსწონს. პირადად ჩემთვის ერთ-ერთი განსაკუთრებული ავტორია დოსტოევსკი. მისი ნაწარმოებები უამრავ ემოციას და ამავდროულად სევდასაც ტოვებს ჩემში…
ბევრი ჰობი მაქვს, თუმცა ერთ-ერთი განსაკუთრებული, რომელიც უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს, არის ხატვა. მიუხედავად იმისა, რომ ხატვა არ არის ჩემი ძლიერი მხარე, მაინც მიყვარს ეს საქმე. ხატვის პროცესი შინაგან კომფორტს მანიჭებს.
ბსუ-ს სტუდენტობა დიდი ცხოვრებისეული გამოცდლებაა თითოეული ჩვენგანითვის, რაც სწორად უნდა გამოვიყენოთ სამომავლოდ. სამწუხაროდ, დრო ძალიან სწრაფად გადის. შესაბამისად, უნდა ვეცადოთ, რომ საუნივერსიტეტო სივრცეში პროდუქტიულები ვიყოთ. რაც შეეხება ჩემს სტუდენობას, უმეტესი დრო არა აუდიტორიაში, არამედ კომპიუტერის ეკრანთან გავატარე. რა თქმა უნდა, ეს პანდემიის გამო იყო ასე.
ამჟამად ვიმყოფები გერმანიაში, ქალაქ მიუნხენთან ახლოს, პატარა დასახლებულ კურორტ 3-თვიანი პრაქტიკით სასტუმრო Jagdhof-ში, რომელიც არის Johannesbad-ის სასტუმროების ერთ-ერთი ქსელი. აღნიშნული პრაქტიკა გერმანიის მასპინძლობის საერთაშორისო ინსტიტუტს, გერმანიის შვერინის ბალტიკის კოლეჯსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, ხორციელდება. აღსანიშნავია, რომ ამას ყოველწლიური ხასიათი აქვს.
ჩემი ყოველი დღე ასე თუ ისე საკმაოდ მხიარული და ზოგჯერ სტრესულიცაა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ დადებითი ემოციებით და ღიმილით შევეგებო სტუმრებს და მაქსიმალურად კარგად მოვემსახურო მათ. სწორედ ამით არის გამოწვული ის ფაქტიც, რომ არამხოლოდ სასტუმროს სივრცეში, არამედ ჩვეულებრივ ქუჩაშიც დიდი სიყვარულით მხვდებიან უცხოელის სტუმრები. თავისუფალ დროს ვცდილობ მეგობრებთან ერთდ ქალაქი დავათვალიერო.
ჩემთვის ეს პირველი მოგზაურობაა სრულიად უცხო ქვეყანაში. აქ ყოველი დღე ახალი გამოწვევაა, რაც მაძლევს უდიდეს გამოცდილებას. თავდაპირველად, როდესაც ჩამოვედი, საკმაოდ გამიჭირდა შეგუება, ყველაფერს უარყოფითად ვუყურებდი, თუმცა დროთა განმავლობაში ეს შეიცვალა და თანდათანობით დავიწყე დადებითი მხარეების დანახვა და ტკბობა ყოველი აქ გატარებული წამით, არის რაღაც სირთულეები, რომელთა გადალახვაც სრულიად მარტო მომიწია, თუმცა ცხოვრებაში თითქმის ყოველთვის ვხდებით ასეთ მომენტებს და რაც უფრო მეტ სირთულეს ვეჭიდებით და ვლახავთ, მით უფრო ვძლიერდებით. საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე აქ ყოფნით. გავეცანი აქაურ კულტურას, აქაურ ხალხს. ყველაზე დადებითი ნაწილი ჩემთვის არის მათთან კომუნიკაცია. მინდა აღვნიშნო, რომ გერმანელებს ძალიან კარგი დამოკიდებლება აქვთ ქართველების მიმართ, რასაც ვგრძნობ თითოეული სტუმრისგან, თითქმის ყოველთვის ცდილობენ, რომ კომუნკაციაში შევიდეთ მათთან, გვეკითხებიან საქართვლოს შესახებ, სწავლობენ ქართულ სიტყვებს. ამით პატივისცემას გამოხატავენ, რაც ნამდვილად სასიამოვნოდ მოსასმენია.
ევროპიდან გეტყოდით, რომ გამოხატეთ ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული ყოველთვის. ეს არის ის, რაც ძალიან გვჭირდება დღეს ქართველებს“…
უკან |