
გაზაფხულის სემესტრში, ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამების ფარგლებში 12 უცხოელი სტუდენტი ისწავლის. 2 ესპანელი (ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტი), 1 რუმინელი (სუჩაევას უნივერსიტეტი), 3 თურქი (თურქეთის სხვადასხვა უნივერსიტეტი), 2 ყაზახი (ყაზგუს უნივერსიტეტი) და 4 აზერბაიჯანელი (ნახჭევანის უნივერსიტეტი) ახალგაზრდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ტურიზმის ფაკულტეტების საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებს განათლებას. ბსუ-ს რექტორის მოადგილე თამარ სირაძე, სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი თავამაიშვილი ნახჭევანის უნივერსიტეტის პრორექტორთან ელშენ მამედოვთან ერთად, უცხოელ სტუდენტებს შეხვდნენ და წარმატებები უსურვეს.