
უნგრეთის სამთავრობო სასტიპენდიო პროგრამა აცხადებს მონაწილეთა მიღებას საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით:
• განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი;
• ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
• საინფორმაციო ტექნოლოგიების ფაკულტეტი;
• სამართლის ფაკულტეტი;
• მეცნიერების ფაკულტეტი;
• სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.
სასტიპენდიო პროგრამა უზრუნველყოფს:
1. სწავლას უფასოდ;
2. თვიურ სტიპენდიას 130 ევროს ბაკალავრებისა და მაგისტრებისათვის, დოქტორანტებისათვის 450 ევროს;
3. საერთო საცხოვრებელს უფასოდ, ან დამატებითი 130 ევროს საცხოვრებლისათვის;
4. სამედიცინო დაზღვევას.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ თანდართული ფაილი და ეწვიეთ შემდეგ მისამართს:
http://www.studyinhungary.hu/study-in-hungary/menu/stipendium-hungaricum-scholarship-programme
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 16.02.2018
დანართი