
2017 წლის 23-27 ოქტომბერს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ERASMUS+-იდ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესპანეთის ალკალას უნივერსიტეტის საგრეო ურთიერთობათა სამსახურის თანამშრომელი დანიელ ბუიტრაგო ეწვია. სტუმარი გეცნო დეპარტამენტის მუშაობის პრინციპებს, სპეციფიკას და მონაწილეობა მიიღო ბსუ-ს რექტორის მოადგილესთან თამარ სირაძესთან გამართულ შეხვედრაში. დანიელ ბუიტრაგო ასევე ეწვია ბსუ-ს ფაკულტეტებს, ცენტრებს და დაესწრო დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამის პრეზენტაციას.