
2017 წლის 27 აგვისტოდან 2 სექტემბრის ჩათვლით, საბერძნეთის ქალაქ ოლიმპიაში მოეწყობა რიგით მე-3 საერთაშორისო ბანაკი, სადაც მიწვეული იქნება სტუდენტი საქართველოდანაც. პროექტში მონაწილეობის მსურველები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:
ასაკი: 18-25 წლამდე
სწავლების სფერო - საერთაშორისო ურთიერთობები, კონფლიქტები და დიპლომატია
ინგლისური ენის კარგად ფლობა
სპორტული აქტივობებისადმი გარკვეული ინტერესების ქონა
დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციის მიღება შეუძლიათ დანართში
დანართი