3 დეკემბერი 2016 წელი

2-3 დეკემბერს, სორეის უნივერსიტეტში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) ტემპუსის საგრანტო პროექტი ინოტლესის (სწავლებისა და სწავლის ინოვაცია ევროპისმცოდნეობის დარგში) საბჭოს შეხვედრა გაიმართა. სამუშაო შეხვედრა ინოვაციური მეთოდების უკვე არსებულ 5 სასწავლო მოდულში ევროპისმცოდნეობის მიმართულებით დანერგვას შეეხებოდა. ღონისძიებაში საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი, პროექტის მენეჯერი ნანა ყურშუბაძე და ამავე სამსახურის მთავარი სპეციალისტი, პროექტის ადმინისტრაციული თანამშრომელი ხათუნა ხაბაძე ესწრებოდნენ .
აგრეთვე, ინოტლესის საბჭოს წევრებმა, პროექტის ფინანსური მართვის საკითხები განიხილეს.