
საკონტაქტო სემინარი, რომელშიც საქართველოს 14 უნივერსიტეტი იყო ჩართული დასრულდა. სემინარი ჩატარდა ქალაქ კიევში ა. წ. 28-29 ნოემბერს. ის მიზნად ისახავდა სამომავლოდ ერთობლივი პროექტების დაგეგმვას როგორც ევროპელ, ისე რეგიონის სხვა ქვეყნების კოლეგებთან. სემინარს ესწრებოდა საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ნანა ყურშუბაძე.
სემინარი მოიცავდა სესიებს, საერთაშორისო ვორქშოფებს, ერაზმუს+ სააპლიკაციო ფორმის განხილვას, მონაწილეების შერჩევის პროცედურისა და საერთაშორისო დაწესებულებებს შორის ხელშეკრულებების გაფორმების საკითხებს.