
17 ნოემბერს, 13:00 საათზე, 55 აუდიტორიაში, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საგანმანათლებლო/პროფესიული პროგრამების კოორდინატორი საქართველოში, თეა კუჭუხიძე ჩაატარებს პრეზენტაციას აშშ-ს მთავრობის მიერ დაფინანსებულ UGRAD-ის პროგრამის შესახებ. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ I, II და III კურსის ბაკალავრიატის სტუდენტებს.