20 ოქტომბერი 2016 წელი

შოთა რუსთველის დარბაზში ევროკავშირის გაცვლითი პროგრამის Erasmus + Credit Mobility-ის წარდგინება გაიმართა. ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა, პროგრამა Erasmus + -ის კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ საინფორმაციო შეხვედრაზე სტუდენტებს გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის პირობები გააცნო. უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა ეძლევა ყველა საფეხურის სტუდენტს, პროფესორ-მასწავლებლებსა და ადმინისტრაციულ პერსონალს. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ვებგვერდზე.