4 მარტი 2016 წელი
2016 წლის 25-29 თებერვალს, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ასოც. პროფესორი მერაბ ხალვაში პოლონეთის ქალაქ ვროცლავში აჭარის დელეგაციის მიერ გამართულ ოფიციალური შეხვედრებში მონაწილეობდა. რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა შეხვედრები გამართა ვროცლავის უმაღლეს საბანკო სკოლისა და ფიზიკური აღზრდის აკადემიის რექტორებთან. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით გათვალისწინებული პუნქტების განხორციელება. მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებისა და კვლევების ჩატარებაში, სამეცნიერო კრებულის გამოცემაში. მიმდინარე წლის აპრილ-მაისში ვროცლავის საბანკო უმაღლესი სკოლის მიერ მოწყობილ საერთაშორისო საზაფხულო სკოლაში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები.
ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა შეთანხმებას "Erasmus +’’ პროგრამის ამოქმედებას უმაღლეს სასწავლებლებს შორის, რომელიც ითვალისწინებს თანამშრომლობას კვლევისა და სწავლების სფეროში, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცლით პროგრამებსა და სტაჟირებას.