26 ნოემბერი 2015 წელი

გაცვლითი პროგრამის „ერასმუს+“ მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. პროექტში მონაწილეობის მისაღებად კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია 84-მა მსურველმა გაიარა, მათგან მეორე ეტაპი 55-მა კონკურსანტმა გადალახა, ხოლო მესამე ეტაპი - ტესტირება ინგლისურ ენაში (B1დონე) და მეოთხე ეტაპი - გასაუბრება 26-მა გაიარა. გაცვლითი პროგრამის შესარჩევი კონკურსის მეოთხე ეტაპის გამარჯვებულ სტუდენტებს შემდეგი მიმღები უნივერსიტეტები გამოავლენს: სილესიის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი, ჩეცინის უნივერსიტეტი, ბიალისტოკის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტი და არისტოტელეს თესალონიკის უნივერსიტეტი.