ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ალკალას უნივერსიტეტთან (ესპანეთი) გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში სტუდენტებს სთავაზობს სწავლას ერთი ან ორი სემესტრით ალკალას უნივერსიტეტში. მასპინძელი უნივერსიტეტი სტუდენტს ათავისუფლებს სწავლის გადასახადისაგან, სტუდენტმა თავად უნდა უზრუნველყოს საცხოვრებელი და ყოველდღიური ხარჯები. დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ საგარეო ურთიერთობათა და სტრატეგიული განვითრების სამსახურს (ოთახი № 35 ) ელ. ფოსტა: ird@bsu.edu.ge