25 ნოემბერი 2014 წელი

ევროკავშირის გაცვლითი საგრანტო პროგრამის „ერასმუს მუნდუსის“ პროექტების პრეზენტაცია ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგარეო ურთიერთობათა სამსახურის უფროსმა, პროგრამა EUROEAST-ის კოორდინატორმა ნანა ყურშუბაძემ სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს 15 გაცვლითი პროგრამა წარუდგინა და კონკურსში მონაწილეობის პირობები გააცნო. უცხოეთში სწავლის შესაძლებლობა ეძლევა ყველა საფეხურის სტუდენტს, აკადემიურ პერსონალსა და მკვლევარს. დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბსუ-ს საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ვებგვერდზე