20 ოქტომბერი 2014 წელი

ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის მარკეტინგის მენეჯერმა კეიტ კისელმა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საერთაშორისო ინგლისურენოვანი პროგრამები გააცნო. ასევე ისაუბრა სამთავრობო სტიპენდიის შესახებ, რომელსაც ესტონეთის საელჩო საქართველოში ყოველწლიურად აცხადებს და სტუდენტებს მათში ჩართულობისკენ მოუწოდა.