17 ოქტომბერი 2014 წელი
DAAD-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. DAAD-ის (გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური) ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დიანა შლუხტმანმა სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს მიმდინარე სასტიპენდიო პროგრამები, საზაფხულო სკოლები და საკონკურსო პირობები წარუდგინა. გერმანიაში სწავლის მსურველებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ DAAD-ის შემდეგ პროგრამებში: საზაფხულო ენის კურსი გერმანიაში, სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულთათვის, ERP - სამაგისტრო სტიპენდია ეკონომისტებისათვის, სტიპენდია ხელოვანთათვის, კვლევითი სტიპენდია დოქტორანტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის, კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისათვის, მეცნიერთა ორმხრვი გაცვლა.